საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო, რომელზედაც ბოლო დროს ბევრმა ხელი ჩაიქნია, მსოფლიოს კიდევ გააოცებს.
"მსოფლიოს კიდევ ბევრჯერ გავაკვირვებთ იმით, რომ თითქმის მტვრად ქცეული ქვეყანა წელში როგორ იმართება და ფერფლიდან აღდგება. ეს ყველაფერი მაშინ ხდება, როცა ბოლო დროს ძალიან ბევრმა ჩამოგვწერა და ჩვენზე ხელი ჩაიქნია", - აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოში მოდერნიზაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს, რომლის გარეშეც ქვეყანას მომავალი არ ექნება.
"ყველა ბავშვს კომპიუტერი უნდა დავურიგოთ და ვასწავლოთ. ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვები წიგნს დავაშოროთ. ეს მოდერნიზაციის პროცესია და თანამედროვე მსოფლიოში კომპიუტერი საგზურია. ასევე ჩვენს ბავშვებს უცხო ენები უნდა ვასწავლოთ პირველი კლასიდან, რომლის გარეშეც არც ბიზნესის კეთება და არც ქვეყნის მართვა არ შეიძლება", - აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ყველაფერი რაც ქვეყანაში კეთება ხალხის კეთილდღეობითვის კეთდება.