"სალომე ზურაბიშვილის იმიჯი, რომელიც მას საერთაშორისო ასპარეზზე აქვს, "ალიანსი საქართველოსთვის" მნიშვნელოვნად წაადგება", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ირაკლი სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" "ალიანსის" რიგებში "საქართველოს გზის" გაწევრიანების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
მისი განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ ზურაბიშვილისა და "ალიანსში" შემავალი პარტიების ლიდერების პოზიციები ერთმანეთს ყოველთვის ემთხვეოდა, აღნიშნული გაერთიანება "ლოგიკური" იყო.
"ვფიქრობ, პროცესი საკმაოდ ლოგიკურად მიმდინარეობს. ეს გაერთიანება შინაარსობრივათაც თანხვედრულია. ქალბატონ სალომეს აქვს ძლიერი საერთაშორისო იმიჯი, რაც "ალიანსს" ძალიან წაადგება. "საქართველოს გზის" ლიდერს შეუძლია "ალიანსის" გაძლიერებაში პოზიტიური როლი შეიტანოს, მას სხვა პოლიტიკურ ძალებთან დაახლოების თვალსაზრისით ძალიან კარგი უნარ-ჩვევა აქვს", - განუცხადა სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
შეგახსენებთ, რომ "საქართველოს გზა" "ალიანსი საქართველოსთვის" შეუერთა. ამის შესახებ ოფიციალურად დღეს გაცხადდა.