"ეროვნული საბჭო" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას უახლოეს დღეებში გამართავს. ამის შესახებ დღეს, ვერის პარკის საკალათბურთო დარბაზში, "ეროვნული საბჭოს" თბილისის მერობის კანდიდატმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო პროგრამაში ძირითადი აქცენტები სოციალურ, ეკონომიკურ და ჯანდაცვის საკითხებზე გაკეთდება. ძიძიგურის განცხადებით, არჩევნებში "ეროვნული საბჭოს" გამარჯვების შემთხვევაში სოციალური პრობლემების უმეტესობა მოგვარდება - აღდგება ხელისუფლების მიერ გაუქმებული შეღავათები და თბილისში სოციალურად დაუცველ ადამიანებს მოეხსნებათ დაკისრებული დავალიანებები.
"მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერის, ზურაბ ნოღაიდელის თქმით, კი იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებაში "ეროვნული საბჭო" მოვა, სხვა დანარჩენ საკითხებთან ერთად, პრიორიტეტული სოფლის მეუნეობის აღორძინება და 90-იან წლებში დაკარგული ანაბრების აღდგენა იქნება