ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენელი მათიას იორში საქართველოს კიდევ ერთხელ ეწვევა.
იორში თბილისში 11 აპრილს, ხუთდღიანი ვიზიტით ჩამოვა.
ვიზიტის ფარგლებში ის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. საუბრის მთავარი თემა რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციები და მათი შესრულების მხრივ არსებული შედეგები იქნება.
მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენელი ცხინვალში, გალსა და სოხუმშიც გეგმავს ჩასვლას. იორში ასევე წეროვანში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდება.
მათიას იორში საქართველოში კომიტეტის კიდევ ერთ წარმომადგენელ, დევიდ ვილშაიერთან ერთად ჩამოვა.