საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, მიქელე დე ლუკი ისტორიაში შევა, როგორც ქართველი არქიტექტორი.
"მიქელე დე ლუკი, როგორც არქიტექტორი საქართველოში ჩამოყალიბდა. მისი მთავარი არქიტექტურული შრომები სწორედ ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა. ის არის საქართველოს მოქალაქე და პატრიოტი და დარწმუნებული ვარ ისტორიაში, როგორც ქართველი არქიტექტორი ისე შევა", - განაცხადა სააკაშვილმა დრეს მტკვარზე ახალი ხიდის დამონტაჟების დროს, რომელიც სწორედ იტალიელი არქიტექტორის პროექტით შენდება.
ამასთან პრეზიდენტის შეფასებით, დღევანდელი ხელისუფლების მიზანია, ძველის ფაქიზად შენარჩუნება და განახლება.
"მათთვის ვინც კითხულობს რას ვაკეთებთ, მინდა მათ ვუთხრა, რომ ქართველი არქიტექტორები ამ ეპოქაში ძალიან ბერ მნიშვნელოვანს ქმნიან, თუნდაც ახალი-ძველი სიღნაღი, ქუთაისი, ბათუმი, ახლა უკვე მესტია და ანაკლია. გუშინ მე ჩვენი არქიტექტორების მთელი გუნდი დავაჯილდოვე. ჩვენ ვუვლით რაც არის საქართველოს წარსულის. ჩვენი მიზანია ძველის ფაქიზად შენარჩუნება და მოვლა, რაც ხშირად უფრო რთულია, ვიდრე ახალის შექმნა", - განაცხადა სააკაშვილმა.