შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი "ყირგიზეთში განვითარებული მოვლენების საქართველოსთან კავშირს და გავლენას ვერ ხედავს".
"ამ მოვლენების საქართველოსთან ვერავითარ კავშირს და გავლენას ვერ ვხედავ. არავითრი მსგავსება არ არსებობს - არც გეოგრაფიული, არც პოლიტიკური, ან რაიმე სხვა ტიპისა",- ამის შესახებ მერაბიშვილი გაზეთ "24 საათისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
ამასთან, შს უწყების ხელმძღვანელის მტკიცებით, ბიშკეკში განვითარებული მოვლენები საქართველოზე გავლენას ვერ იქონიებს.
"არც არჩევნების მერე და არც არჩევნების დროს არავითარი არეულობა არ იქნება და არა იმიტომ, რომ პოლიცია არ დაუშვებს, არამედ საზოგადოების განწყობა მეტყველებს იმაზე, რომ ნოღაიდელის და მის მსგავს მცირე რადიკალურ ჯგუფებს პრაქტიკულად არავითარი მხარდაჭერა არ გააჩნიათ. საზოგადოების იმ ნაწილისთვისაც კი, რომელიც ოპოზოციურად არის განწყობილი, ამგვარი სცენარი სრულიად მიუღებელია. უბრალოდ, ამ ეტაპზე, ასეთ რადიკალურ ქმედებებს დასაყრდენი არ აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები ჩაივლის მშვიდად, ობიექტურად და საზოგადოებრივი აქტიურობიდან გამომდინარე, საფრთხეს ვერ ვხედავ", - აცხადებს მერაბიშვილი.