ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ცხინვალიდან წასული მოხალისეებისთვის პეციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც მათ დონბასიდან და ლუგანსკიდან სამშობლოში დაბრუნება თხოვა.
თავის გზავნილში თიბილოვმა უმაღლესი შეფასება მისცა სამხრეთ ოსეთიდან წასული მეომრების ქმედებას, რომლებიც გულგრილნი არ დარჩნენ დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულ რეგიონებში მიმდინარე სისხლისღვრის მიმართ და ,,მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად წავიდნენ."
თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ ,,ამჟამად მათი რესპუბლიკა სახელმწიფო ინსტიტუტების ფორმირებასა და განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, ამიტომ სასურველია, მოხალისეებმა თავიანთი მისია დაასრულონ.
თიბილოვის თქმით, როგორც ,,ქვეყნის მთავარსარდალს, ოსი მოხალისეები ომში მას არ გაუგზავნია, მაგრამ როგორც ქვეყნის მეთაური, ამჟამად მათ უკან დაბრუნებას თხოვს."
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა, მოხალისეების სამსობლოში დასაბრუნებლად დახმარებისთვის მათ მშობლებსა და ნათესავებსაც მიმართა.
მასალის გამოყენების პირობები