საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ახალი ხიდი ეს არის საქართველოს დიდი ისტორიის და თანამედროვეობის დამაკავშირებელი.
"9 აპრილი ჩვენი ეროვნული ერთიანობის დღე და ტკივილიანი წარსულის გახსნების დღე, მაგრამ დღეს ჩვენ სიმბოლურად ვხსნით ხიდს, არა მარტო როგორც მტკვრის ორი სანაპიროს დამაკავშირებს, არამდე როგორც ხიდს საქართველო წარსულიდან უკეთეს მომავალში, ხიდს - თაობებს შორის, ხიდს - როგორც საქართველოს დიდ ისტორიასა და თანამედორვეობას შორის, რომელსაც ვერაფერი ვერ ჩატეხავს და ვერ დაანგრევს. ხიდს, რომელიც განასახიერებს იმას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი მმართველობის კონცეფციაში და სტილში. ეს არის გამჭირვალება, მობილურობა მიზანდასახულობა და თანამედროვეობა", - გამაცხადა პრეზიდენტმა რიყეზე გამოსვლის დროს, სადაც იგი მტკვრის სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდის დამონტაჯებას დაესწრო.
სააკაშვილის შეფასებით, მთელი საქართველო სამშენებლო მოედანს დაემსგავსა და სწორედ დღეს იქმნება თანამედროვე ქვეყნა.
"ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არავის მიბაძვა არ არის და არაც არავისგან მოგვიპარია. თუმცა, ჩვენ ამ ცივილიზაციის ნაწილი ვართ და მის მიღწევებს ვიმეორებთ", - განაცხადა სააკაშვილმა.