პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის 9 აპრილის მემორიალთან გამოჩენას იქ შეკრებილი ხალხის ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.
"დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, კი დღევანდელი დღე საქართველოს ყველა პატრიოტისთვის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დღეა.
"9 აპრილი საოცარი სიმბოლოა, იმის თუ როგორ შეიძლება ერის გაუტეხელმა სულმა საოცრებები მოახდინოს. ეს დღე ჩვენ არასდროს არ უნდა დავივიწყოთ და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის ადამიანები, რომლებიც 9 აპრილს აქ იდგნენ, გულწრფელად იბრძოდნენ და ქვეყნის დამოუკიდებლობას თავი შესწირეს", - განაცხადა ბურჯანაძემ.