რუსეთმა და ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა "საბრძოლო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ" ხელშეკრულება გააფორმეს. ამის შესახებ სააგენტო "რესი" იუწყება.
ხელშეკრულებას ხელი რუსეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორმა მიხეილ დმიტრიევმა და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის მინისტრმა იური ტანაევმა მოაწერეს.
ხელშეკრულება რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და სამხედრო სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ მარტში ცხინვალში რუსეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დელეგაციას იმყოფებოდა, სადაც საბრძოლო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღეს.