2016 წელს გერმანია ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) ხელმძღვანელი ქვეყანა გახდება. აღნიშნულის შესახებ განცხადება, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა ეუთოს ყობელწლიურ შეკრებაზე გააკეთა, რომელსაც ბაზელი მასპინძლობდა.
გერმანიის პირველი დიპლომატის თქმით, გერმანია ესტაფეტას სერბეთიდან მიიღებს, რომელიც ორგანიზაციას 2015 წელს უხელმძღვანელებს.