მიმდინარე წლის ივნისში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ იგი ყირგიზეთის საკითხებზე მომხსენებლად აირჩია. კომიტეტის სხდომას საფრანგეთის სენატი მასპინძლობს.
თინათინ ხიდაშელი ყირგიზეთის რესპუბლიკის მიერ ევროპის საბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე მოხსენებით გამოვა.
სხდომაზე იგეგმება უკრაინის მოვლენებისა და საპარლამენტო ასამბლეის მიერ რუსეთისთვის აპრილში შეჩერებული უფლებამოსილების საკითხის განხილვა. კომიტეტის სხდომის ფარგლებში, თინათინ ხიდაშელი სხვადასხვა ქვეყნის წარმომდგნლებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომები 8, 9 და 10 დეკემბერს გაიმართება.