ყირგიზეთში განვითარებული მოვლენები ქართულ პოლიტიკურ სპექტრს სულ თვალწინ უნდა ედგას. ასეთი მოსაზრება გამოთქვა ექსპერტმა ზურაბ აბაშიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრაში ბიშკეკის მოვლენების კომენტირებისას.
"სულ თვალწინ უნდა გვედგას ყირგიზეთის მაგალითი. ხელისუფლებასაც, როცა უპასუხისმგებლო ნაბიჯებს დგამს და ოპოზიციასაც, რომელიც ძალიან იოლად წარმოთქვამს სიტყვებს "აჯანყება", "რევოლუცია" და ა.შ", - განუცხადა აბაშიძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
მისი განმარტებით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ "აჯანყება და რევოლუცია მარტო იმას კი არ მიადგება სახლში, ვისაც ებრძვი, არამედ ყველას შეეხება და მას ნებისმიერი ქვეყნისთვის დამაქცეველი და კატასტროფული შედეგები მოჰყვება".
"აქედან გამომდინარე, ყირგიზეთს უბედურება ჯერ კიდევ წინ აქვს, რადგან იმ მოვლენების შედეგები, რაც ქვეყანაში ახლა ვითარდება, მძიმე ტვირთად მომავალში დააწვება", - განმარტავს ექსპერტი.