ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე. წ. მთავრობის თავმჯდომარე დომენტი კულუმბეგოვი რაიონული ადმინსტრაციის ხელმძღვანელებს შეხვდა და მათ დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მდებარე ყველა ,,მიტოვებული" ნაგებობის სათანადო აღრიცხვა დაავალა.
ე. წ. პრემიერ-მინისტრის მოთხოვნით, ობიექტების სია მთავრობაში 3 დეკემბრამდე უნდა წარადგინონ.
,, ჩამონათვალში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული, აღრიცხულ შენობა-ნაგებობათაგან რამდენია საექსპლუატაციოდ გამოსადეგი და რამდენი ექვემდებარება აღდგენას ან სრულ დემონტაჟს." - განუცხადა რაიონების გამგებლებს კულუმბეგოვმა.
აღნიშნულ საკითხებზე სპეციალური სხდომა ცხინვალში გაიმართა, სადაც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის 2014 წლის საინვესტიციო პროგრამის ანგარიში მოისმინეს.