ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ რაიონის საკრებულოს დეპუტატებს მილიციის განყოფილების უფროსის პოსტზე გივი ჩაჩხიანის კანდიდატურა წარუდგინა.
რაიონის მილიციის უფროსის თანამდებობაზე გივი ჩაჩხიანის არჩევის წინადადებას დეპუტატები ერთხმად დაეთანხმნენ. ახალ პოსტს ჩაჩხიანი, სავარაუდოდ, ორშაბათიდან ჩაიბარებს.
გალის რაიონის საკრებულოს სხდომა გალში 28 ნოემბერს გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები