გალის რაიონის ადმინისტრაციაში რაიონის საკრებულოს სხდომა გაიმართა, სადაც 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცეს, რომლის მოცულობაც 183 მილიონი რუსული რუბლით განისაზღვრა.
ტრადიციული ხარჯების გარდა, გალის რაიონის ახალ ბიუჯეტში მუნიციპალური ტელეკომპანიისა და საკონსერვო ქარხნის მშენებლობისთვის საჭირო თანხის გაღებაც არის გათვალისწინებული.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის საკრებულოს სახდომა 28 ნოემბერს, რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, თემურ ნადარაიას ხელმძღვანელობით გაიმართა.