შეხვედრაზე 2015 წლის რაიონის ბიუჯეტის ფორმირებაზე, ადგილზე შექმნილ სავალალო კრიმინოგენულ ვითარებასა და მოსახლეობის სოციალურ პრობლემებზე ისაუბრეს.
თემურ ნადარაიამ სოფლების ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს, იმ საკითხთა ჩამოთვლა შესთავაზა, რომელთაც მოგვარებაც უპირველესად არის აუცილებელი.
რაიონის ხელმძღვანელმა მათთან საუბარში აღნიშნა, რომ საჭიროა ყველამ ერთად იბრძოლოს გადასახადების დაფარვის წინააღმდეგ.
,,ჩვენ ჩრდილიდან უნდა გამოვიყვანოთ ადგილობრივი ეკონომიკა, მოვაგვაროთ გადასახადების კეთილსინდისიერად გადახდის საკითხი, რათა თანხა ბიუჯეტში შევიდეს და ამით ხელფასების ზრდასაც შევუწყოთ ხელი." - აღნიშნა ნადარაიამ.
შეკრებილებმა გალის რაიონში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებაზეც იმსჯელეს და მოთარეშე კრიმინალურ ჯგუფებთან ბრძოლის ზომებზეც შეთანხმდნენ.
თემურ ნადარაიამ სხდომაზე სოფლების, ჭუბურხინჯისა და მახუნჯიას ახალი გამგებლებიც წარადგინა. ჭუბურხინჯს დავით ქარხალავა, მახუნჯიას კი - ოლეგ კოკაია უხელმძღვანელებს.
გალის რაიონის სოფლების რწმუნებულებს ნადარაია შეპირდა, რომ გზებზე არსებული ორმოების ამოსავსებად საჭირო ხრეშით, უახლოეს პერიოდში, მოამარაგებს.
რაიონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ასევე, რომ გალის რაიონს გააჩნია იმის პოტენციალი, არ იყოს დოტაციებზე დამოკიდებული და შეუძლია საკუთარი შემოსავლებით ირჩინოს თავი.
,,ამისთვის ჩვენ თავაუღებელი შრომა მოგვიწევს. " - განუცხადა მან კოლეგებს და იმედი გამოთქვა, რომ ისინი მის ინიციატევებს მხარს დაუჭერენ.
მასალის გამოყენების პირობები