პრეზიდენტმა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონს ვეტო დაადო. პრეზიდენტი კანონპროექტს მოტივირებულ შენიშვნებთან ერთან უკან გადაუგავნის.
"ჩვენ ვერ მივიღეთ სწორი ბალანსი დაცულობასა და ადამიანის უფლებებს შორის. ამიტომ კანონს ვადებ ვეტოს და პარლამენტს ვთავაზობთ საკუთარ ვარიანტს, რომელშიც ფუნქციური გადანაწილენა იქნება დაცული, ეს ნიშნავს რომ მიყურადებას განახორციელებენ უფლებამოსილი ორგანოები და ნებართვას, რომ კონკრეტული მიყურადება განხორციელდეს, გასცემს სასამართლო, ხოლო ზედამხედველობას განახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. ეს არის მოდელი , რომელიშიც ფუნქციები სწორად არის გადანაწილებული და რომელიც, უზრუნველყობს, რომ ბალანსი სახელმწიფო ინტერესებსა და ადამიანიებებს შორის იყოს დაცული. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი გაიზიარებს ჩემს პოზიციას",- განაცხადა პრეზიდენტმა.
პარლამენტს პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად 76 ხმა სასჭირდება. პარლამენტმა გუშინდენ პლენარულ სხდომაზე ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი 73 ხმით მიიღო. წინააღმდეგ კი ხმა 30 -მა დეპუტატმა მისცა. კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვაში მონაწილეობა არ მიიღეს ფრაქცია "თავისუფალმა დემოკრატებმა" და "რესპუბლიკელებმა" თინათინ ხიდაშლმა. მათ პლენარული სხდომა, კანონპროექტის მეორე მოსმენით გახილვისას, პროტესტის ნიშნად დატოვეს.