29 ნოემბერს, 11 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ორთაბათუმის თემში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება.
ადგილობრივ მოსახლეობას მომსახურებას ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს და აჭარის ონკოლოგიური ცენტრის ექიმები (ონკოლოგი, დერმატოლოგი, თერაპევტი, ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ქირურგი) გაუწევენ.
სამედიცინო აქცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით იმართება.