ბესელია- ფოფხაძე-სესიაშვილი კანონპროექტის ცვლილებებით გაკეთილშობილებაზე ლაპარაკს ვფიქრობ, აზრი არ აქვს, - ამის შესახებ, ფრაქცია "რესპუბლიკელების" წევრმა თინათინ ხიდაშელმა ჟურნალისტებს პლენარული სხდომის დატოვების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, კანონთან დაკავშირებით, მასსა და პროექტის ერთ-ერთ ავტორს ეკა ბესელიას, პრინციპულად განსხვავებული შეხედულებები აქვთ.
"განსხვავებული აზრის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არ არის. ეს რამოდენიმე დღეა, როგორც ჩანს, ძალიან განსხვავებული აზრების გამოხატვის რეჟიმში ვიყავი. ამიტომ ქალბატომ, ეკას არ შევუქმნი დისკომფორტს. ამ კანონის განხილვაში მათ წარმატებები ვუსურვე. პრინციპულად, იმდენად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, რომ ამ კანონის ცვლილებებით გაკეთილშობილებაზე ლაპარაკს ვფიქრობ, აზრი არ აქვს", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას ფრაქცია "რესპუბლიკელებმა" და "თავისუფალმა დემოკრატებმა" პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
მასალის გამოყენების პირობები