სამხრეთ ოსეთმა რუსეთთან მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება შესაძლოა მომავალი წლის დასაწყისში გააფორმოს. ამის შესახებ დეფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა. მისივე თქმით, დოკუმენტი უფრო მეტად ინტეგრაციული იქნება, ვიდრე რუსულ-აფხაზური ხელშეკრულება. "ჩვენ დაინტერესებულნი ვართ მაქსიმალური ინტეგრაციით არამხოლოდ უსაფრთხოების, არამედ სოციალურ საკითხებშიც, რადგანაც შეთანხმების რეალიზება სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლების სოციალურ პირობებზე, ხელფასებსა და პენსიებზეც უნდა აისახოს. ასევე, მთლიანად უნდა მოგვარდეს საბაჟო საკითხები,"-განაცხადა ბიბილოვმა.