ოკუპირებული აფხაზეთი დონეცკს მანდარინით მოამარაგებს, - ამის შესახებ თავის თანამემამულეებს სეპარატისტული დონეცკის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე კოფმანმა განუცხადა.
ოკუპირებული აფხაზეთისა და დონეცკის აუღიარებელი რესპუბლიკის ოფიციალური პირების შეხვედრაზე გუშინ, აფხაზეთის მხრიდან ჰუმანიტარული დახმარების გაწევაზე ისაუბრეს.
,,განვიხილეთ საკითხები, რომლებიც აფხაზეთის კურორტებზე დასასვენებლად და სამკურნალოდ ჩვენი ბავშვების, ასევე ,,აპალჩენცებისა" და მათი ოჯახის წევრების გაგზავნას ეხებოდა.
ამასთან, აფხაზური დელეგაცია დაგვპირდა, რომ საახალწლოდ მანდარინითა და სხვა ხილით მოგვამარაგებს." - აღნიშნა კოფმანმა.
კოფმანის განცხადებით აფხაზეთის მთავრობასთან დონეცკის სეპატარისტული რესპუბლიკის აღიარების შესახებაც მიმდინერობს მოლაპარაკება.
შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი ბესლან ბუთბა ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად სეპარატისტულ დონეცკში გუშინ საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა.
მასალის გამოყენების პირობები