სოთბის აუქციონზე "Contemporary East" მერაბ აბრამიშვილის ორი ნამუშევარი „ასკილი" და „სულიწმინდა" გაიყიდა.
აუქციონზე ორივე ნამუშევარი წარმოდგენილი იყო კვიპროსის კერძო კოლექციიდან, სადაც 2001 წელს გაიმართა მერაბ აბრამიშვილის და ლევან მარგიანის ნამუშევრების გამოფენა. ნამუშევრების ესტიმეიტი შეადგენდა: "ასკილი" 8 000 - 12 000 ბრიტანული ფუნტი სტერლინგი, გაიყიდა 30 000 GBP , "სულიწმინდა" 15 000 - 20 000 გაიყიდა 41 250 GBP.
პირველად სოთბის აუქციონზე მერაბ აბრამიშვილის ნამუშევარი "კუმაუნის კაციჭამია" წარმოდგენილი იყო 2013 წელს გამოფენა "გზაჯვარედინზე" თანამედროვე ხელოვნება კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან. ხოლო 2014 წელს კი ნამუშევარი "სამოთხე" სოთბის სააუქციონო სახლის გამოფენა "გზაჯვარედინზე 2. სტამბულიდან ქაბულამდე" იყო წარმოდგენილი. გამოფენებზე მხატვარი წარადგინა ბაია გალერეამ. ამ გამოფენაზე გაყიდული ნამუშევრების ფასები კონფიდენციალურია. მისი ნამუშევარი "პიანინო" (ფინეთის კერძო კოლექციიდან) მონაწილეობდა 2013 წლის აუქციონზეც "Contemporary East" და გაიყიდა 17 000 GBP.