ოკუპირებული აფხაზეთის გენერალური პროკურატურამ ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილებასთან ერთად, ზედამხედველობის სამსახურიდან შესული მასალების საფუძველზე გალის რაიონის ადმინისტრაციის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსი ბესლან ბიგვავა და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელები მალხაზ გვაჯავა და ედისონ გვაძაბია დააკავა.
დაკავებულები გალის რაიონის სოფლებში ხეხილის ნარგავების მოყვანა-გაშენებისთვის განკუთვნილი თანხის, 9 041 190 რუბლის მითვისებაში არიან ეჭვმიტანილები.
მათ გარდა, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სოფლის მეურნეობის აკადემიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მოლარე-ბუღალტრის ვერონიკა აიბას წინააღმდეგ, რომელსაც დოკუმენტების გაყალბების გზით 7 822 840 ლარის გაცემაში ადანაშაულებენ.
ბესლან ბიგვავას, მალხაზ გვაჯავას და ედისონ გვაძაბიას მიმართ საქმე ფართომასშტაბიანი თაღლითობის მუხლით არის აღძრული, ვერონიკა აიბას კი საქმის გაყალბების ბრალდებით გაასამართლებენ.