უკრაინის შს სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს ორი მოქალაქე, ე. წ. კანონიერი ქურდები დააკავეს. კრიმინალურ წრეებში ეს ორი ადამიანი "ლაფშასა" და "კვატას" ზედმეტსახელებით იყვნენ ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ "ლაფშა" პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე გავლენიანი ე. წ. კანონიერი ქურდების ხუთეულში შედის. იგი უკრაინაში ესპანეთიდან ჩავიდა, რათა უკრაინაში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებებზე პირადი კონტროლი დაემყანებინა. ყურადღება ეთნიკურ ნიადაგზე შექმნილ ჯგუფებზე მახვილდებოდა. "ლაფშა" მრავალგზის ნასამართლევია და საერთაშორისო ძებნაშია.
უკრაინელი სამართალდამცავები აცხადებენ, რომ დაკავებულები ხანგრძლივი დროის განმავლობაში გავლენას ახდენდნენ უკრაინის დამნაშავეობრივ სფეროში მიმდინარე კრიმინალურ პროცესებზე და აპირებდნენ ორგანიზება გაეკეთებინათ ე. წ. ქურდული შეკრებისთვის, რომელზედაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გავლენის სფეროები უნდა გადანაწილებულიყო.
"ლაფშა" და "კვატა" ასევე მოწმდებიან ნარკოტრეფიკში მონაწილეობაზე რუსეთის ფედერაციიდან უკრაინის მიმართულებით. სავარაუდოდ, "ლაფშას" საქართველოში დეპორტით გააგზავნიან და ხუთი წლის ვადით უკრაინის ტერიტორიაზე ჩასვლას აუკრძალავენ. რაც შეეხება მეორე დაკავებულს, "კვატას", ამჟამად იხილება საკითხი მის წინააღმდეგ სისიხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ.