კულტურის სამინისტრო „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის" წევრთა პროტესტს ეხმიანება და როგორც უწყებაში განმარტავენ, მინისტრი მზადაა შეხვდეს ყველა კომპეტენტური ორგანიზაციის წარმომადგენელს და თემა მათთან ერთად განიხილოს.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის" წევრთა პროტესტს საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროსთან დაკავშირებით.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მზადაა შეხვდეს ყველა კომპეტენტური ორგანიზაციის წარმომადგენელს და მათთან ერთად განიხილოს თემა.
თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საკითხმა რამდენიმე თვეა სამართლებრივ ჭრილში გადაინაცვლა და საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს, ამ ეტაპზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პოზიციის დაფიქსირება შესაძლებელია ჩაითვალოს სასამართლოზე ზეწოლად. ამიტომ, უწყება თავს იკავებს საკითხის წინასწარი კომენტირებისგან",- აცხადებენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.