ოუპირებული აფხაზეთის კონსტიტუცია 1994 წლის 26 ნოემბერს მაშინდელმა დე ფაქტო უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა. ამავე დღეს, სეპარატისტული აფხაზეთის საკანონმდებლო ორგანომ პრეზიდენტად აირჩია ვლადისლავ არძინბა, რომელსაც მანამდე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი ეკავა.
ოცი წლის განმავლობაში, ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. კონსტიტუციაში მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებები შევიდა. დოკუმენტში შესატან ძირეულ ცვლილებებზე ყოფილი პრეზიდენტი, ალექსანდრე ანქვაბი 2014 წლის გაზაფხულზე ალაპარაკდა, თუმცა თანამდებობიდან გადაყენების გამო, მიზნის განხორციელება ვერ შეძლო.
აფხაზეთის ე. წ. კონსტიტუციის რეფორმირების გადაწყვეტილება ამჟამინდელმა პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მიმდინარე წლის სექტემბერში მიიღო. მისი აზრით, აღმასრულებელი ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლება თანაბრად უნდა გადანაწილდეს, რაც ,,ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობას შეუწყობს ხელს".
ამისთვის კი აუცილებელია საკონსტიტუციო რეფორმა.
,,კონსტიტუციის დღეს" ოკუპირებულ აფხაზეთში მეოცედ აღნიშნავენ.
26 ნოემბერი არასამუშაო დღედ არის გამოცხადებული.