ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბას განცხადებით, რუსეთის ფედერაციასთან ,,მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის" შესახებ დადებულ ხელშეკრულებას აფხაზეთის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
მას ისრაელის მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ ეს ქვეყანა, უკვე ათეულობით წლებია აშშ-დან ფინანსურ დახმარებას იღებს, მაგრამ ამ გარემოებას ისრაელის სუვერენული უფლებები არ დაურღვევია.
შამბას თქმით, დღეს აფხაზეთი გაცილებით მომგებიან მდგომარეობაშია, ვიდრე ისრაელი.
,,მიმაჩნია, რომ ეს ხელშეკრულება აფხაზეთის ეკონომიკის განვითარებისთვის ახალი იმპულსი იქნება. ის დახმარებები, რაც ხსენებული დოკუმენტით არის გათვალისწიენებული, ამის დიდ შესაძლებლობას იძლევა. თუ ჩვენ მართებულად გამოვიყენებთ რუსეთიდან მიღებულ მხარდაჭერას, შევძლებთ ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვნად წავწიოთ წინ.
რაც შეეხება თავდაცვის სფეროს, ეს უდაოდ პირველხარისხოვანი საკითხია, ვინაიდან აფხაზეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა თითოეული ჩვენთაგანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია." - აღნიშნა შამბამ
.
მასალის გამოყენების პირობები