პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ვიქტორ დოლოძე აცხადებს, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატის დასრულება გონივრული ნაბიჯი არ იქნებოდა.
მისივე თქმით, ურიგო არ იქნება თუ მოხდება, ფორმატის სამომოავლო პერსპექტივების შეფასება.
"აბაშიძე-კარასინის ფორმატის დასრულებასთან დაკავშირებით ნამდვილად არ ვიჩქარებდით. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს სწორი და გონივრული ნაბიჯი იქნებოდა. თუმცა, იმის შეჯამება, რაც აქამდე გაკეთდა არ იქნებოდა ურიგო, ისევე როგორც იმის შეფასება, მომავალში რა შედეგი შეიძლება მოგვიტანოს ამ ფორმატმა", - გააცხადა ვიქტორ დოლოძემ.
დეპუტატები პარლამენტში რუსეთთან ბოლოდროინდელ ქმედებებთან დაკავშირებული ორი რეზოლუციის შეჯერებას დღეს, 26 ნოემბერს სესიაზე შეეცდებიან.
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის მიხედვით, აბაშიძე კარასინის შეხვედრების ფორმატი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს.