დღეს, 24 ნოემბერს სოჭში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას შეხვედრა იგეგმება. მათი შეხვედრის მიზანი რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების პროექტის ხელმოწერაა.
შეგახსენებთ, რომ ,,მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ახალი ხელშეკრულების პროექტი აფხაზეთს რუსეთმა ხაჯიმბას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ შესთავაზა.
აფხაზურ საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში რამდენიმეკვირიანი ხმაურიანი განხილვის შემდეგ, მოსკოვის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტში შესწორებები შეიტანეს და ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის მიერ მოწონებული ვარიანტი მოსკოვს გადაუგზავნეს.
გასულ კვირას ორივე მხარე ახალი ხელშეკრულების მიღებაზე შეთანხმდა, რასაც დღეს სოჭის შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინი და რაულ ხაჯიმბა ხელმოწერით დაადასტურებენ.