ეს გახლავთ შეერთებული შტატაბის პრეზიდენტ ბარაკ ობამას წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც გასცა გუანტანამოს ციხის დახურვის შესახებ, - განცხადება ამის შესახებ, შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებთან ბორჯობში სტუმრობისას გააკეთა.
მისი თქმით, გუანტანამოს ყოფილი პატიმრების მასპინძლობას შეერთებული შტატები აფასებს, როგორც საქართველოს მხრიდან განხორციელებულ ჰუმანურ აქტს.
"უმჯობესია პატივი ვცეთ პატიმრების პირად ცხოვრებას. ეს გახლავთ შეერთებული შტატაბის პრეზიდენტ ბარაკ ობამას წინასაარჩევნო დაპირების შედეგი, რომელიც მან გუანტანამოს ციხის დახურვის შესახებ გასცა. საქართველო ამ ადამიანებს მასპინძლოს, რისთვისაც ჩვენ მადლიერი ვართ და ვაფასებთ, როგორც ჰუმანურ აქტს, რომელიც საქართველოს მხრიდან განხორციელდა", - განაცხადა ნორლანდმა.
გუანტანამოს ციხიდან სამი პატიმრის საქართველოსთვის გადმოცემას შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია გამოახმაურა. მისი თქმით, უწყება აიღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ საქართველოს მოსახლეობა სრულად იყოს დაცული.