ალიანსსა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის გაგრძელდება თუ არა კონსულტაციები დღეს გახდება ცნობილი.
ამის შესახებ ალიანსი მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ განცხადება აეროპორტში გააკეთა.
მისი თქმით, კონსულტაციების გაგრძელება იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რა შედეგით დასრულდა სოზარ სუბარის კონსულტაციები სხვა პარტიებთან.
"სოზარ სუბარი ატარებდა ამ კონსულტაციებს. დღეს შევხვდები მას და საქმის კურსში ჩამაყენებს რა შედეგები აქვს. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას როგორ გაგრძელდება ეს პროცესი", - აღნიშნა ალასანია და აქვე დასძინა, რომ მისთვის მთავარი საზოგადოებასთან ერთად საარჩევნო კამპანიის სწორად წარმართვა და სხვების აზრი მისთვის მნიშვნელოვანი არ არის.
ამასთან, ალასანია კატეგორიულად გამორიცხა ექს-პრემიერ ზურაბ ნოღაიდელთან რაიმე სახის კონსულტაციების გამართვას.