ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი და რუსეთი ინტეგრაციის შესახებ ისეთ კომპლექსურ ხელშეკრულებას ამზადებენ, რომელიც ,,ორი ქვეყნის ურთიერთობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს"
ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცის ხელმძღვანელმა ბორის ჩოჩიევმა განაცხადა.
,,ხელშეკრულების პროექტს ორივე მხარის პრეზიდენტების ადმინისტრაციის სპეციალისტები ამუშავებენ და ეს იქნება სხვა დანარჩენისგან არსებითად განსხვავებული დოკუმენტი, ვინაიდან ჩვენს ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს და უპირველესად, მნიშვნელოვანი იქნება თავდაცვის თვალსაზრისით." - აღნიშნა ჩოჩიევმა.
მისი თქმით, სამხრეთ ოსეთისთვის უსაფრთხოების საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ამ ახალი ხელშეკრულების მიღება სწორედ რესპუბლიკის უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს.