,,უძრავი ობიექტების კადასტრის" შექმნის მიზნით, ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს თაოსნობით, აფხაზეთის ფართომასშტაბიანი ციფრული საჰაერო ფოტოგადაღება და სანაპირო ზოლის საჰაერო ლაზერულ სკანირება განხორციელდა, რომლის შედეგადაც აფხაზეთის თანამედროვე, მაღალი სიზუსტის ორთოფოტოგეგმა შეიქმნა.
სპეციალიზებულმა კომპანია ,,ეკოგეოპროექტმა" ხსენებული პროექტი რუს პარტნიორებთან ერთად განახორციელა.
,,მიღებებული სქემა სიზუსტისა და მნიშვნელობის მიხედვით უნიკალურია." - განაცხადა ,,ეკოგეოპროექტის" სპეციალური ჯგუფის ხელმძღვანელმა და პროექტის ოპერატორმა ინნა ბარჩანმა.
მისი თქმით, ორთოფოტოსქემა აფხაზეთის რესურსების რაციონალურად გამოყენებისთვის ეფექტური საშუალება იქნება.
ინნა ბარჩანის თქმით, პროექტის შესაქმნელად კარტოგრაფიულ-გეოდეზიური მეცნიერების ყველანაირი თანამდროვე მიღწევა იყო გამოყენებული.