ამერიკის შეერთებული შტატები ყირგიზეთის ყველა პოლიტიკურ პარტიას ძალადობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თანაშემწემ ფილიპ კროულიმ ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენ ღრმად შეშფოთებას გამოვთქვამთ ბიშკეკში მომხდარი სამოქალაქო არეულობისა და ადამიანების გარდაცვალების გამო. მოვუწოდებთ ყირგიზეთის ხელისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს სიმშვიდისკენ, უარი თქვან ძალადობაზე და მოქალაქეების უფლებებს პატივისცენ, განსაკუთრებით საგანგებო ვითარების დროს. ასევე, ყველა პარტიას მოუწოდებთ, კანონის უზენაესობას პატივის ცემით მოეკიდონ და ვითარება მშვიდობიანი, სამართლებრივი გზით მოაგვარონ", - განაცხადა ფილიპ კროულიმ.
მისივე თქმით, აშშ ყირგიზეთის ერთიანობას აღიარებს და ყირგიზ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს.
ამასთან, ამერიკის ადმინისტრაცია ბიშკეკში მიმდინარე პროცესებს დროს მოქალაქეების გარდაცვალების ფაქტების ერთობლივ გამოძიების ინიციატივით გამოდის.
ბიშკეკში მიმდინარე პროცესების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს გერო და ეუთოც.
შეგახსენებთ, ბიშკეკში მომხდარი არეულობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 65-ს და დაშავებულთა რაოდენობამ 500-ს ადამიანს გადააჭარბა. ქვეყანას ამ დროისთვის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრის როზა ოტუნბაევას ხელმძღვანელობით ეროვნული თანხმობის მთავრობა მართავს. მინისტრთა კაბინეტი კი სრული შემადგენლობით გადაგა.