ყირგიზეთის ქალაქ ოშში, სადაც სავარაუდოდ ქვეყნის პრეზიდენტი იმყოფება მის გადადგომის მოთხოვნით გამოსვლები დაიწყო.
ამასთან, ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში არეულობა კველავ გრძელდება. ოპოზიციისა და სამართალდამცავების შეტაკების დროს დაღუპულთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულების და დაჭრილების რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ოშში პრეზიდენტის მომხრეებს იარაღს ურიგებენ.
ექიმების ინფორმაციით, სავადმყოფოები გადატვირთულია და პაციენტების მისაღებად ადგილები აღარ აქვთ.
შეგახსენებთ, ქვეყანას ამ დროისთვის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრის როზა ოტუნბაევას ხელმძღვანელობით ეროვნული თანხმობის მთავრობა მართავს. მინისტრთა კაბინეტი კი სრული შემადგენლობით გადაგა.