ოკუპირებულ ცხინვალს საქართველოს ნატოსკენ სწრაფვა აშფოთებს და მიიჩნევს, რომ ეს ქმედება კავკასიაში მშვიდობის და სტაბილურობისთვის საფრთხეების შემცველია. ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კონფლიქტების დარგულირების დარგში მურატ ჯიოევმა განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ ჟენევის შეხვედრის მორიგი რაუნდი, საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე თავდაუსხმელობის დოკუმენტის მომზადების საკითხში უფრო პროდუქტიული იქნება.
,,ბოლო პერიოდში, რეგიონში სტაბილურად დაძაბული ვითარებაა, თავდასხმის რისკებიც არ გამქრალა. უფრო მეტიც, მუქარისშემცველი ახალი განცხადებები ისმის. ამიტომ ნატოსკენ მიმავალი საქართველოს ნაბიჯები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და რეგიონში არსებულ მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.
ამიტომ, გვინდა გვჯეროდეს, რომ ჟენევაში მცირედით მაინც წავიწევთ წინ, საქართველოს მხრიდან თავდაუსხმელობის შესახებ დოკუმენტის შემუშავების კუთხით." - აღნიშნა ჯიოევმა.
შგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 30-ე რაუნდი 9 დეკემბერს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები