ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრ ბესლან ბუთბაზე თავდასხმაში ბრალდებული პირები, ინალ ავიძბა და ახრა ენიკი სოხუმის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
შეგახსენებთ, რომ დაპატიმრებულები ბესლან ბუთბას 15 ნოემბერს სოხუმის ქუჩაში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თავდამსხმელთაგან ერთ-ერთი, ახრა ენიკი საბაჟო კომიტეტის თანამშრომლები იყო, რომელიც დაკავების მერე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ინციდენტის გამოძიების საქმე პირად კონტროლზე თავად რაულ ხაჯიმბამ აიყვანა.