ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებულებით სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და რაიონული განყოფილებების თანამშრომლები, მათ შორის ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელთა გამოვლინების მიზნით, სპეციალურ სამედიცინო ნარკოლოგიურ დაწესებულებაში შემოწმებას გადიან.
იმავე მიზნით, მსგავსი სახის შემოწმებას უშიშროების სამსხაურის თანამშრომლებიც გაივლიან.
გამოკვლევის შედეგებს ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური გაახმოვანებს.
მასალის გამოყენების პირობები