დღეს, 8 აპრილს, 2009 წლის 9 აპრილის საპროტესტო აქციების დროს ოპოზიციის მხარეს გადასული ~ნაციონალური მოძრაობის~ ნაძალადევის ორგანიზაციის წარმომადგენლების საქმეზე განაჩენი გამოცხადდება.
პროკურატურა განსასჯელების მიმართ 8-წლიან პატიმრობას ითხოვს. მათ ბრალი ედებათ თაღლითობაში. ისინი ოპოზიციის აქციებზე გამოჩენის შემდეგ დააკავეს. ნიკოლაიშვილის თქმით, მათ ბრალი დასდეს 2008 წლის გაზაფხულზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. კერძოდ, მათ ბიზნესმენი თედო შუბითიძე უჩივის. ბრალდებულებს ბიზნესმენის მიმართ 105 000 ლარის გამორთმევაში ადანაშაულებენ.
მერაბ მაისურაძე და კონსტანტინე ლომიძე 2009 წლის 28 ივლისს, სამი თვის შემდეგ კი, ლაშა გორგასლიძე დააკავეს. გორგასლიძესთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა და ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა.
განსასჯელების ადვოკატები აცხადებენ, რომ რომ მაისურაძესა და ლომიძეს ~ნაციონალების~ ღალატისა და ოპოზიციის მხარეს გადასვლისთვის სჯიან.