რუსეთის ფედერაცის უშიშროების სამსახურის სამხარეო სასაზღვრო განყოფილების უფროსმა იური ზვირიკმა ყუბანის გუბერნატორ ალექსანდრე ტკაჩევს სოჭსა და სოხუმს შორის ბორნის მიმოსვლის აღდგენა შესთავაზა.
ხსენებული საკითხი რეგიონის მეთაურთან შეხვედრაზე განიხილეს.
ზვირიკის თქმით, მიმდინარე წელს რუსეთიდან აფხაზეთის მიმართულებით საზღვარზე 1,5 სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის 500 ათასზე მეტი უცხოური ტრანსპორტი და 8 მილიონზე მეტი კერძო პირი გადავიდა.
ნაკადის მოზღვავების გამო, იური ზვირიკმა ტკაჩევს საზღვრის მოცემული მონაკვეთის გაფართოების გზების მონახვა თხოვა.
შეგახსენებთ, რომ ამ რაიონში დღეისთვის მხოლოდ საავტომობილო და საფეხმავლო გადასასვლელი მოქმედებს.
ზამთრის ოლიმპიადის დროს სოჭსა და სოხუმს შორის ორი ბორანი მოძრაობდა და სარკინიგზო მიმოსვლაც აღდგენილი იყო.