ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო სამეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ აფხაზეთის წარმომადგენელს დნესტრისპირეთის აუღიარებელ რესპუბლიკაში გარი კუპალბას უმასპინძლა.
საქმიან შეხვედრას ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ოლეგ არშბა და სამინისტროში რუსეთის ფედერაციის, დსთ-ს ქვეყნების, სამხრეთ ოსეთის, მთიანი ყარაბახისა და საქართველოს განყოფილების უფროსი ირაკლი ტუჟბა ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე, ძირითადად, დნესტრისპირეთის არააღიარებულ რესპუბლიკასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მომავალი ურთიერთობისა და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.