შეხვედრას ქართული, რუსული, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და ეუთოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეებს მოხსენდათ, რომ კონფლიქტის ზონაში ვითარება სტაბილურია და ინციდენტებისა და დაკავებების რაოდენობა საშუალო მაჩვენებელს არ აღემატება.
ოკუპირებული ოსეთის წარმომადგენელმა ხოხ გაგლოოთმა აღნიშნა, რომ მსგავსი უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ ზნაურის და ლენინგორის რაიონში საგზაო ნიშნების დაცხრილვის ფაქტი დაფიქსირდა. რის გამოც პრეტენზია ქართული მხარის მიმართ გამოთქვა.
შეხვედრაზე საკითხი ცხინვალის ციხიდან გაქცეული პატიმარსაც შეეხო, რომელიც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავებმა, თავის დროზე ,,საზღვრის უკანოდნოდ გადაკვეთის" მოტივით დააკავეს.
ოსურმა მხარემ დააყენა საკითხი ოსეთის მკვიდრი სამი ბოროტმოქმედის თაობაზე, რომლებიც მათი თქმით საქართველოს აფარებენ თავს და რომელთა დაკავება და ქართული მხარისგან ოსეთისთვის გადაცემა მოითხოვეს.
ინცინდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების ფორმატში ეს გახლდათ 50-ე შეხვედრა, რომელიც 17 ნოემბერს ერგნეთში გაიმართა.
შემდეგი შეხვედრა მომავალი წლის 20 იანვრისთ[ის არის დაგეგმილი.