კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოდან რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი ქართველი 72 წლის დიმიტრი ანანიაშვილი გაიტაცეს, - ამის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენს" გატაცებულის დამ, ნანა ანანიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით, 8:00 საათზე მოხდა.
"ჩემი ძმა, დიმიტრი ანანიაშვილი მინდორში საქონელს მწყემსავდა, რა დროსაც რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს. ჯერჯერობით, უცნობია სად იმყოფება გატაცებული"- აცხადებს გატაცებულის და ნანა ანანიაშვილი