ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის გვარდიის სამხედრო ბაზებზე დეკემბრის თვეში 40-ზე მეტი სამხედრო ობიექტის გახსნა იგეგმება.
ქალაქებში ცხინვალსა და ჯავაში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზებზე აქტიურად მიმდინარეობს ისეთი ნაგებობების მშენებლობა, როგორიცა: სპორტულ-გამაჯანსაღებელი, კულტურული და გასართობი დაწესებულებები, საცხოვრებელი სახლები და საყოფაცხოვროები, საბავშვო ბაღები, საწვრთნელი კორპუსები, საყარაულო პუნქტები, აბანოები, ძაღლების განსათავსებელი კინოლოგიური დასახლება, საცავები და სამხედრო ტექნიკის დასაყენებელი ანგარები.
ყველა ობიექტი თანამედროვე სტანდარტებისა და ტექნოლოგიის გათვალისწინებით, ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალებისგან შენდება.
მშენებლობაზე ვიდეოდაკვირვებაა დაწესებული და სპეციალური ვებკამერის მეშვეობით კონტროლდება, რამდენად ხარისხიანად, სტანდარტების და ვადების დაცვით მიმდინარეობს პროცესი.
ამ დროისთვის ცხინვალასა და ჯავაში დასრულებულია და საექსპლუატაციოდ გადაეცემა 6 ორსართულიანი ყაზარმა, სადაც ერთდროულად 400 სამხედრო მოსასმსახურის განთავსებაა შესაძლებელი. ასევე, დასრულებულია 3 კომფორტული ორსართულიანი საერთო საცხოვრებლის, საწვრთნელი კორპუსის, სამედიცინო სანიტარული დაწესებულების და სამეთაურო შემადგენლობის შტაბის მშენებლობა.