.,,ნაციონალურ მოძრაობაში" 15 ნოემბერს გამართული აქცია შეაფასეს. პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ნაცმოძრაობის" წევრმა სერგო რატიანმა მადლობა გადაუხადეს ყველას, ვინც გამოხტა მოქალაქეობრივი პოზიცია და შეუერთდა მათ მიერ ორგანიზებულ აქციას.
„რუსეთმა დაიწყო აგრესიის ახალი ტალღა და ფაქტობრივად, გადადის უკვე ოკუპირებული ტერიტორიების იურიდიულ გაფორმებაზე. ამ დროს ჩვენი მთავრობა სრულიად არაადეკვატურად მოქმედებს და ის იწყებს პროდასავლური ძალების დევნას საქართველოში. მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებმაც 15 ნოემბერს გამოხატეს თავისი პოზიცია," - განაცხადა სერგო რატიანმა.
შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს, ,,ნაცმოძრაობამ" საპროტესტო აქციაგამართა. აქციის მიზანი საქართველოს ანექსიის გაპროტესტება და აღნიშნულთან დაკავშირებით ხელისუფლების უმოქმეედობა იყო.