ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა რუსეთის ფედერაციის მესამე კლასის მრჩეველს ივან სოლოვიოვს უმასპინძლა.
თიბილოვმა, სოლოვიოვს მადლობა გადაუხადა იმ ყურადღებისთვის, რასაც ის სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავი სისტემების მიმართ იჩენს და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
თავის მხრივ, რუსეთის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საერთო სასქმისთვის მათთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.
სოლოვიოვმა რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა შეიარაღებული ძალების ვეტერანთა ასოციაციის სახელით, ლეონიდ თიბილოვი,,ვაჟკაცობისა და ჰუმანიზმისთვის" პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.
შეხვედრას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ახსარ ლავოევიც ესწრებოდა.
მასალის გამოყენების პირობები