,,საერთაშორისო არენაზე აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხებში, ახლო მომავალში, მოსალოდნელია წინსვლა", - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ ჟურნალისტებთან საუბარში.
მსოფლიოს თანამეგობრობის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის აღიარების პრობლემებზე საუბრისას, რაულ ხაჯიმბამ ხაზი გაუსვა, რომ ამ საკითხში მოკავშირეების იმედი აქვთ.
,,ჩვენს ხელთ არსებული ძალებით, საერთაშორისო აღიარებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ მოგეხსენებათ, ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია, ამიტომ იმედი გვაქვს, საკუთარი ძალისხმევითა და მოკავშირეების დახმარებით, ამ მიმართუელბით შედეგს უახლოეს მომავალში მივაღწევთ." - აღნიშნა მან.
ამასთანავე, ხაჯიმბამ იმ ქვეყნების დასახელებისგან, ვისგანაც აღიარებას ელოდებიან, თავი შეიკავა და თქვა, რომ ჯერ-ჯერობით ამაზე საუბარი მიზანშეწონილი არაა.
მასალის გამოყენების პირობები