ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ, მიმდინარე წლის გაზაფხულზე აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას, აღნიშნა, რომ ,,შექმნილი პოლიტიკური კრიზისი" ყოფილი ხელისუფლების მიერ იმ თანხების დატაცებას მოჰყვა, რაც სოციალური პროექტებისთვის რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთს გამოუყო.
რაც შეეხება რუსეთთან ახალი შეთანხმების ხელმოწერას, ხაჯიმბა ირწმუნება, რომ მოსკოვი ვერანირად ვერ შეძლებს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ლიკვიდირებას. ხოლო რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთის შესვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარება საერთოდ არ იგეგმება.
ოკუპირებული აფხაზეთის პრეზდენტი გალის რაიონში კრიმინალთან ბრძოლის და ე. წ. ,,მაყურებლების" საკითხებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ აფხაზი სამართალდამცავები მათი ქმედების აღსაკვეთად ყველაფერს აკეთებენ.
ამასთანავე, ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ გალის რაიონში მცხოვრები ქართველები აფხაზეთში მეორეხარისხოვანი ადამიანები არასდროს იქნებიან.