რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზის უკანონო გადაკვეთისთვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.
შემთხვევა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახმაჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ადგილობრივების თქმით ისინი ტყეში ხის მოსაჭრელად იყვნენ წასული.
ვასილ ჩერქეზიშვილი, ლევან გამხიტაშვილი და დავით მელაძე სოფლების ბოჟამისა და სამთავისის მცხოვრებელები არიან. მათი ადგილსამყოფებლი ამ დრომდე უცნობია.